'კვლევის მიზანია გადამდებ ინფექციათა დროული გამოვლენა, რათა თვიდან იქნას აცილებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა დაინფიცირების რისკები,'- უფასო კვლევები ვანის საბავშვო ბაღებში
თარიღი : 7-02-2018, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში მომუშავე პირებს უფასო სკრინინგ კვლევები ჩაუტარდათ.
ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ბაღების პერსონალს პრევენციის მიზნით ჩაუტარდათ სპეციალური შემოწმება.
სკრინინგი,რომელიც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, იმერეთის ზონალური სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა, მოიცავდა კვლევებს აივ ინფექციებზე, c ჰეპატიტზე ,ტუბერკულიოზსა და ჰიპერტონიაზე.
"კვლევის მიზანია გადამდებ ინფექციათა დროული გამოვლენა, რათა თვიდან იქნას აცილებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა დაინფიცირების რისკები. ვანის მუნიციპალიტეტის ბაღების პერსონალი გეგმიურად , ყოველ ექვს თვეში ერთხელ, გაივლის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაა. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება დაავადებათა დროული გამოვლენის მიზნით," - ნათქვამია ვანის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.