Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?

თარიღი : 5-02-2018, 20:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
გრიგოლ (გიგა) ბაკურაძეს, რომელსაც ყოფილი მეუღლე მის მიმართ ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბაკურაძე ყოფილ ცოლს სცემდა, არ იზიარებს დაცვის მხარე.

„მოძალადე თუ მსხვერპლი,“?- ასეთია იმ გვერდის სახელწოდება, რომელიც სოციალურ ქსელშ გრიგოლ (გიგა) ბაკურაძის მხარდასაჭერად შეიქმნა. გარდა ამისა, საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა ბაკურაძის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ცნობილ პირებს შორის არიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ცნობილი სპორტსმენები, პედაგოგები, ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლები, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები

„მე ჩამოვედი საფრანგეთიდან, რათა გავერკვე ორმაგი სტანდარტის გამოყენებაში გრიგოლ ბაკურაძის მიმართ, რომელიც არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. მე თვალ-ყურს ვადევნებდი უცხოეთიდან, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ ვრცელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები. მე ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ჩემს მეგობართან, ვხედავდი როგორ ზრუნავდა ის მის შვილზე და მეუღლეზე. როცა მე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გასული სიუჟეტები მოვისმინე, ის, თითქოს გრიგოლ ბაკურაძე არის მოძალადე, ეს არის შეურაცხმყოფელი. ცუდია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ დაელოდა და ჩემი მეგობარი ისე გამოაცხადეს დამნაშავედ. გრიგოლ ბაკურაძე არის ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი. ექსპერტად მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის იურიდიულ კომპანიებში. სწავლობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. იყო სპორტსმენი. ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით. გროვდება უამრავი განცხადება პირად თავდებობაზე. მე დამიკავშირდნენ მისი მეგობრები უკრაინიდან, რადის დეპუტატები. ასევე, ცნობილი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები, მისი კურსელები, რომლებიც აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. უნდა გაირკვეს სიმართლე, რა მოხდა რეალურად. ჩემთვის ძნელი დასაჯარებელია, რომ ადამიანი რომელიც აღმსარებელი იყო და ეკლესიების მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, საკუთარ ცოლს სცემდა. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, თუმცა აუცილებელია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე,“ - ამბობს გრიგოლ ბაკურაძის მეგობარი ბესარიონ ფურცხვანიძე.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები გრიგოლ (გიგა) ბაკურაძეს პირად თავდებობას უცხადებენ და საქმეზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე მისთვის პატიმრობის სასჯელის სხვა, მსუბუქი ფორმით შეცვლას ითხოვენ.


ნანახია: 4627-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
ამის შესახებ გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა.
22 წლის დეა გოშხეთელიანმა ყოფილი მეუღლე გრიგოლ (გიგა) ბაკურაძე ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ზაქარაშვილმა მომხდარის გამო სასამართლოს უკვე მიმართა
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

ამინდი