Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არჩევნებში ჩარჩენილი' ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები

თარიღი : 5-02-2018, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარის სტატუსით შესულმა დეპუტატებმა საქმიანობა სამი თვის წინ დაიწყეს, თუმცა სოციალურ ქსელში, მათ ოფიციალურ facebook გვერდებზე კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

ანალოგიური მდგომარეობაა ნიკეას მაჟორიტარის კახა ბოჭორიშვილი გვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ გვერდზე მაჟორიტარის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია თავსდება.
საარჩევნო რეჟიმშია ძელქვიანის მაჟორიტარის, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილის გვერდიც.

საარჩევნო ბანერი დევს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატის მარეხ ნიჟარაძის facebook გვერდზეც.

საარჩევნო რეჟიმით ცხოვრობს ავტოქარხნის მაჟორიტარი მერაბ კვიცარიძეც. კვიცარიძეც ამომრჩევლებს არჩევნებზე 41 ნომრის შემოხაზვისაკენ მოუწოდებს.

„არჩევნებია“ ავტომშენებლის მაჟორიტარის იმედა საჭინაძისა და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარის გიორგი ჭეიშვილის ოფიციალურ გვერდებზეც. არჩევნები აქვს უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარს ამირან კოპალეიშვილს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გარეკანის ფოტოს პერიოდულად ანახლებს გამარჯვების მაჟორიტარი ირაკლი შენგელია. შენგელიას ოფიციალური გვერდის გარეკანის ფოტო ინფრმაციულია და ახალგაზრდებს იმ პროგრამის შესახებ ამცნობს, რომელიც მაჟორიტარის ინიციატივით, გამარჯვების ოლქში დაიწყო. არჩევნების შემდეგ გარეკანის ფოტო საკუთარი ფოტოთი განაახლა კახიანურის მაჟორიტარმა ელეონორა არჩაიამ. კიდევ ერთი მაჟორიტარი, ვინც არჩევნების რეჟიმიდან გამოვიდა, სულხან-საბას მაჟორიტარი მამუკა რიჟამაძეა. მას გარეკანის ფოტოდ ბაგრატის ტაძრის ფოტო უდევს.


ნანახია: 2180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჟორიტარის თქმით, იგი ანგარიშით გამარჯვების მუნიციპალიტეტის წინაშე წელიწადში ორჯერ წარსდგება.
ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ქალაქ უნიეს კულტურასა და
სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ქუთაისის საკრებულოს facebook გვერდზე ატვირთული ფოტო.
ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 4 კანდიდატი იბრძოლებს.
გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის

ამინდი