Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"6 დღე ელექტრო ენერგიის გარეშე , ეს უკვე კატასტროფაა..." - რა მიზეზებს ასახელებს "ელექტრო-პრო ჯორჯია"

თარიღი : 4-02-2018, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ვახანში 6 დღეა მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება. უშუქობით შეწუხებული ადგილობრივები "ენერგო პრო ჯორჯიას" მათი პრობლემისათვის ყურადღების მიქცევისაკენ მოუწოდებენ.

"6 დღე ელექტრო ენერგიის გარეშე, ეს უკვე კატასტროფაა !!! ყველაფერს საღვარი აქვს ,სად ვცხოვრობთ, რა დროა, ნუთუ 21-ე საუკუნეში ხალხი კიდევ უშუქოდ უნდა იყოს ?! მოგვაქციეთ ყურადღება ვინმემ დროულად,--აცხადებს სოფელ ვახანის ერთ-ერთი მკვიდრი.

სოფელ ვახანის პრობლემასთან დაკავშირებით
"ენერგო-პრო ჯორჯიას" დავუკავშირდით. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ვახანში რთული რელიეფია, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოები გაჭიანურდა."პირველში გამთენიისას დიდთოვლობის გამო წაიქცა რამდენიმე ხე, დააზიანა გადამცემი ხაზი, ელექტრონული სადენები.

ასევე დიდთოვლობის გამო გადაადგილება იმ ტერიტორიაზე შეჩერდა, რის გამოც, პრაქტიკულად თანამშრომლებს ხელით უწევდათ მუშაობა, ხაზების დამონტაჟება და დაზიანებული სადენების აღდგენა. ახლა უკვე დაიწია თოვლის საფარმა და სპეც.ტექნიკის შეყვანაც შესაძლებელია.

აღდგენითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსახლეობის ნაწილს დღეს მიეწოდება ელექტრო ენერგია, ხვალ კი უკვე სრულად დასრულდება აღდგენითი სამუშაოები"-აცხადებენ პრესსამსახურში.


ნანახია: 2557-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური 9-10 დეკემბერს მეტეოროლოგიული პირობების გაუარესების შედეგად გამოწვეული ავარიების
როგორც ადგილობრივები topnews.com.ge-ს უცხადებენ, ერთ კვირაზე მეტია ტყიბულში ტელეანძას ელექტრო ენერგია არმიეწოდება,რის გამოც

ამინდი