Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერის მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი?

თარიღი : 3-02-2018, 21:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად ქუთაისის მერის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ 2017 წლის 19 ივლისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას წარმოგიდგენთ:

გრიგოლ დალაქიშვილს ჰყავს მეუღლე - ნინო ჩალაძე და სამი შვილი - მარიამ, ნიცა და ნიკოლოზ დალაქიშვილები.

ნინო ჩალაძის 100 %-იან საკუთრებაშია 2016 წელს შესყიდული, 42000 USD ღირებულების ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისში, აკ.წერეთლის გამზ. 117, ბინის ფართია 47,1 კვ.მ. მერის მოადგილის მეუღლის მფლობელობაშია ასევე, 2008 წელს შეძენილი 36000 EUR ღირებულების, 304,20 კვ.მ ფართის კომერციული ფართი ჭავჭავაძის 67-ში და 2005 წელს შესყიდული, 35000 EUR ღირებულების, 68,46 კვ.მ ფართის ბინა ქუთაისში, გრიშაშვილის 37/22-ში.

გრიგოლ დალაქიშვილის 100 %-იან მფლობელობაშია 2016 წელს შეძენილი 20000USD ღირებულების, 164,77 კვ.მ ფართის სახლი ქუთაისში თოფურიას 29-ში.
მერის მოადგილის მფლობელობაშია ჰიუნდაი ტერრაკანი, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც შეძენილია 2010 წელს 14000 USD-ად.

საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება აქვს გრიგოლ დალაქიშვილს, 20 GEL-s არ აღემატება.

სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას რაც შეეხება, ქალაქის მერის მოადგილეს 33% წილი აქვს 2700000 ლარის ღირებულების ჩაის საახლში, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, რუსთაველის 120-ში. რაც შეეხება, საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავალს, ქონებრივ დეკლარაციაში 0,00 ლარია მითითებული.

მერის, ან მერის ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად) ასე გამოიყურება:

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერის მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი?


ნანახია: 1171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად ქუთაისის ვიცე-მერის,
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს.
ერთი წლის განმავლობაში ბექა ყანჩელის გასავალი (ქველმოქმედება) 23260 ლარის ტოლია
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენას აგრძელებს.
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი