Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში ინფორმაციის ნაკლებობა და ფინანსებზე ხელმისწავდომობის პრობლემები აქვთ“

თარიღი : 3-02-2018, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და პროფესიული განათლების პრობლემები აწუხებთ. ამის შესახებ ნინო ჩიქოვანმა ბიზნესსექტორსა და ბიზნესომბუდსმენს შორის მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რადგან ასეთი შეხვედრები იძლევა დიალოგის და პრობლემებზე საუბრის საშუალებას.

მისივე თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ამ კუთხით ეხმარება ბიზნესმენებს კონკრეტული საკითხების შესაბამის სტრუქტურებთან მიტანაში.

“ეს პლატფორმა, რომელსაც ქმნის სამრეწველო პალატა, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის,რომელთაც შედარებით ნაკლები წვდომა აქვთ, მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, ასევე შეხვედრებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ვინაიდან ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის მცირე და საშუალო და რეგიონული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ვფიქრობთ, დღევანდელი შეხვედრაც და ზოგადად მსგავსი ტიპის შეხვედრებიც, მათთვის იქნება სასარგებლო და სავაჭრო პალატა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელსაც. ინფორმაციის ნაკლებობა, ფინანსების ხელმისაწვდომობა , პროფესიული განათლება, ეს ის ძირითადი პრობლემები რაც აწუხებს მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში“, – განმარტა ნინო ჩიქოვანმა.


ნანახია: 1111-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა 24 ივნისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსი, 14:00 საათზე გაიმართება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა იმერეთის რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო
"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე, ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს
ოც წელზე მეტია, რაც ქუთაისში, მრეწველთა სახლის შენობაში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული

ამინდი