Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პეტრიწის ქუჩაზე მაცხოვრებლებს კანალიზაციის სისტემის არარსებობის გამო წლებია ანტისანიტარიაში ცხოვრება უწევთ

თარიღი : 1-02-2018, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მაცხოვრებლები წლებია კანალიზაციის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ქუჩაზე კანალიზაცია სანიაღვრე სისტემაზეა მიერთებული, მსუბუქი ნალექი საკმარისია იმისათვის, რომ ფეკალური მასები ქუჩაში აღმოჩნდეს.

მოსახლეობა ადგილზე ანტისანიტარიასა და ინფექციების არსებობაზე საუბრობს. ადგილობრივები ქუჩაზე კომისიის მისვლას, მდგომარეობის შესწავლას და პრობლემაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ ზომების მიღებას ითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ სპეციფიური სუნის გამო, ქუჩაში გავლა შეუძლებელია. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, წლებია არავის გაუწმინდავს ის არხი, სადაც კანალიზაცია ღია სივრცეში მიედინება.

პეტრიწის ქუჩის მოსახლეობის პრობლემაზე პასუხისმგებელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობამ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, რის შემდეგაც ადგილზე ჯგუფი მივა. რაც შეეხება პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საკითხს, წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში წყალარინების სისტემის მოწესრიგება 2019 წლიდანაა დაგეგმილი.


ნანახია: 1857-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ქუთაისში, პეტრიწის მეორე შესახვევში მცხოვრებლები პრობლემების ნაკლებობას არ უჩივიან.
ქუთაისში, დეპოს ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უჩივიან.

ამინდი