Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობას ითხოვენ

თარიღი : 1-02-2018, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობა სოფელში იუსტიციის სახლის მშენებლობას ითხოვს.

ორიპირის თემი, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე მდებარეობს, 9 სოფლისგან შედგება.

სოფელ ორპირის მკვიდრები განმარტავენ, რომ მდებარეობისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ტყიბულის ცენტრად ორპირი ითვლებოდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობისათვის მათ ქუთაისში ან ტყიბულში უწევთ გადაადგილება, რაც ადგილობრივებისათვის დიდი ხარჯია. სოფელ ორპირის მკვიდრები ტყიბულის სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის იდეას არ იწონებენ. მოსახლეობის თქმით, ტყიბულში თუ მსგავსი ტიპის დაწესებულება აშენდება, ის სოფელ ორპირში უნდა გაკეთდეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობა მოხდეს, თუმცა ტყიბულის ადგილობრივი ხელისუფლება დანამდვილებით ვერაფერს ამბობს. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას, უწყების პრესსამსახურში კითხვა უპასუხოდ დატოვეს.


ნანახია: 3661-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.

ამინდი