ქუთაისის ციხეში 10 პატიმარი ხვალ შიმშილობას იწყებს
თარიღი : 7-01-2014, 21:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის #2 საპყრობილეში 10 პატიმარი შიმშილობას #6 საპყრობილეში მსჯავრდებული ერეკლე გურბენიძეს გამო იწყებს.
გურბენიძემ, ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ადვოკატთან და გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძველაიამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ ის c4 კორპუსში პედოფილიით და გაუპატიურების მცდელობის მიზნით გასამართლებულ ადამიანებთან ერთად იჯდა, რისიც მას შეეშინდა და თავი მოიკლა.
გოგა ძველაიას ადვოკატის თქმით, მას c4-ის კორპუსში მსხდომი პატიმრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ პედოფილიასა და გაუპატიურებაში დადანაშაულების გამო, გურბენიძის მიერ დასახელებული მსჯავრდებულები ხვალიდან შიმშილობას იწყებენ.
"როგორც მე პატიმრებმა მითხრეს, შიმშილობას იწყებს არა მხოლოდ ისინი ვინც ახლა c4 ის საპატიმროშია, არამედ ისინი, ვინც უკვე მოიხადა სასჯელი და ამ კატეგორიის საკნებში იხდიდნენ ბრალს. პატიმრები არიან შეურაცხყოფილები და მოითხოვენ #6 საპყრობილეში მყოფმა გურბენიძემ პასუხი აგოს ამ სიტყვებისთვის,"- განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ #6 საპყრობილეში მჯდომმა პატიმარმა ერეკლე გურბენიძემ რამდენიმე ხნის წინ გოგა ძველაიას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მან არასრულწოვანი პატიმრის გარდაცვალების რეალური მიზეზი იცოდა, რადგან ის გოგას გარდაცვლაების დროს ქუთაისის #2 საპყრობილეში იხდიდა სასჯელს.