დღის ფოტო-ნუ გააჩერებთ წითელზე

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირსა (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან) და ე.წ. გორის ქუჩაზე არსებული შუქნიშნები დაახლოებით ერთი თვეა მოუწესრიგებელია. ე.წ. გორის ქუჩაზე, შუქნიშანი გამორთულია, ხოლო "პიონერთა პარკთან" შუქნიშანი წაქცევის პირას არის.
"ვის ეწვევა დაცემის ბედნიერება არავინ იცის, ასე რომ ჯობია ნუ გააჩერებთ წითელზე," - წერს ქუთაისის მკვიდრი ირაკლი მაღლაფერიძე.
ქუთაისის მერიის დაპირების მიხედვით, ე.წ. გორის ქუჩაზე გაუმართავი შუქნიშნის მოწესრიგება გასულ კვირაში უნდა მომხდარიყო, თუმცა შუქნიშანი არც ამჯერად მუშაობს.