Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი იწყება

თარიღი : 31-01-2018, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
1-4 თებერვალს ქუთაისში, სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – „ოლ სტარი“ გაიმართება.

ზ.საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩის დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება ქუთაისის მერიისა და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ეწყობა.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩა. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და „ა“ ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო („ა“ ლიგა).

ტურნირის მონაწილე გუნდები 1-ელ თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალზე 4 თებერვალს დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა. ოთარ ქორქიას ფოტო სხვა ქუთაისელ ვარსკვლავების გვერდით – სპორტის სასახლეში საპატიო ადგილს დაიკავებს.


ნანახია: 1349-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირი ქუთაისის მერიის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.
გადამწყვეტი შეხევდრა 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 საათზე გაიმართება.

ამინდი