რატომ დაბლოკა ქუთაისის მერიამ ქალაქის გარეგანათებაზე მომუშავე კომპანიები?
თარიღი : 29-01-2018, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დარღვევასა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ქუთაისში, ქალაქის გარეგანათების საკითხს. „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ქუთაისის მერიამ ქალაქის გარეგანათებაზე პასუხისმგებელი ფირმის გამოვლენის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, ხოლო იმ ეტაპზე, როდესაც ტენდერის შედეგად გამარჯვებულები უნდა გამოვლენილიყვნენ, ტენდერი შეწყვიტა და საკუთარი ააიპი „ქუთგანათება“ დააფუძნა.
„ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ მერიის აღნიშნული საქმიანობით,“ -ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია გოქაძის თქმით, ქუთაისის მერიის ქმედებები მეწარმეობის განვითარებას უშლის ხელს, რადგან როგორც გოქაძე ამბობს, მერია ბიზნესის ფუნქციებს ირგებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კანონი არ დარღეულა და ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მერია საკუთარი ააიპის შქმნას გეგმავდა. აღნიშნულს მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე თანხების დაზოგვის მცდელობით ხსნის.