Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის ემზადება

თარიღი : 27-01-2018, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება მოახერხა.

ქუთაისელთა შორის ახალწვეული ჯერ მხოლოდ ორია – შემტევი ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი და მეკარე ტატო ხაინდრავა.

გუნდის პრესსამსახურმა დააანონსა, რომ 1-ელ თებერვალს, ქუთაისში “ტორპედო” პრეზენტაციას გეგმავს, სადაც ყველა სიახლე ერთიანად გაჟღერდება.

არსებული ინფორმაციით, ”ტორპედოში” თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი ისინჯება – უკრაინაში დაბადებული 25 წლის თავდამსხმელი დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” გაზრდილია. ბოხაშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მაგრამ კარიერა ვერ აიწყო და მცირე ხნის წინ თბილისის ”დინამოში” ისინჯებოდა.

ქუთაისელებთან ემზადება გორის ”დილას” ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ წიქარიძეც, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. 25 წლის ნახევარმცველის საკითხი დღე-დღეზე გადაწყდება და დიდი ალბათობით, ”ტორპედოში” ჩაირიცხება.


ნანახია: 1214-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალი სეზონისთვის მზადება ტარიელ ხაინდრავასთან, მიხეილ სარდალიშვილთან და ბიძინა მახარობლიძესთან
ორი გუნდი ერთმანეთს საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველ ჯგუფურ სტადიაში ხვდება.
ახალი სეზონიდან საქართველოს თასის მფლობელის შემადგენლობაში 25 წლის მარცხენა მცველს, ნიკოლა სტიეპოვიჩს ვიხილავთ.
ბერიაშვილს 'ტორპედოში' 2012-2013 წლების სეზონში აქვს ნათამაშები. იმ სეზონში 'ტორპედო'-ს მაისურით მან 9 გოლი გაიტანა.
რევაზ ძოძუაშვილის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“-ს გიორგი დარასელია გაწვრთნის.

ამინდი