ქუთაისში სკეიდბორდის მოედანი იხსნება
თარიღი : 23-08-2013, 09:49 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისს მალე სკეიდბორდის მოედანი ექნება. აღნიშნული მოედანი მოსწავლეთა პარკში განთავსდება, რომლისთვის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყოფა. როგორც ტოპნიუსს ქალაქის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვანო ბუხაიძემ განუცხადა, სამუშაობი 2014 წლის დასაწყის უკვე დასრულებული იქნება.
„ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაა, რომ სკეიდბორდის მოედანი გაკეთდეს ამ ქალაქში და ეს იყოს „პიონერთა პარკში“,“ ვფიქრობ საკმაოდ კარგი და საინტერესო რამ გამოგვივა,“- ამბობს ბუხაიძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით მოსწავლეთა პარკაში ე.წ ყინულის მოედანი დამონტაჟდა, რაც ქალაქის ბიუჯეტს 490 000 ლარი დაუჯდა, მოედანი მწყობრიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა და ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გადაიტანეს.