Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის სიურპრიზი და გაურკვევლობა ქალაქის მერიაში

თარიღი : 7-01-2014, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში კონკურსის შედეგად შერჩეული სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები თანამდებობებზე ვერ ინიშნებიან. 45 ვაკანტურ თნამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეულ საჯარო მოხელეებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ დამტკიცებაზე უარი უთხრა.

ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიას კონკურსის დასრულების შემდეგ ხუთი დღის ვადაში გამარჯვებული კანდიდატები უნდა გაეფრთხილებინა. კერძოდ, შერჩეულ პირებს ორი კვირის ვადაში ქალაქის მერისათვის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით შესაბამისი განცხადებით უნდა მიემართათ. გამარჯვებულ კანდიდატებს მერისათვის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად ჯანმრთელობის, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური მდგომაროების შესახებ ცნობები უნდა წარედგინათ.

ირაკლი გიორგაძის თქმით, კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს მერისათვის მსგავსი დოკუმენტაციით არ მიუმართავთ, რის გამოც მერმა მათი თანამდებობებზე დამტკიცება ვერ შეძლო.

„ამ დროისათვის ქუთაისის მერიაში არცერთი სამსახურის უფროსი არ არის დამტკიცებული,“ - ამბობს გიორგაძე.

თანამდებობებს მიღმა აღმოჩენილი პირები მომხდარში საკონკურსო კომისიას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კომისიას მერისათვის წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით ისინი არ გაუფრთხილებია. თავის მხრივ, ბრალდებებს უსაფუძვლოდ თვლიან საკონკურსო კომისიაში.

კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, კომისიას კანდიდატების გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდა. მარგველაშვილი მერიის მხრიდან კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების მიზანმიმართულად დაბლოკვას არ გამორიცხავს.

ირაკლი გიორგაძის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან ორი გამოსავალი არსებობს. პირველი ახალი კონკურსის გამოცხადებაში მდგომარეობს, მეორე ვარიანტი კი, სამსახურების უფროსების მოვალეობის შემსრულებლებისათვის თანამდებობაზე ყოფნის ვადის მიმდინარე წლის ნოემბრამდე გახანგრძლივებაა. თუმცა როგორც გიორგაძე აღნიშნავს, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება ქალაქის მერმა უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში კონკურსი გასული წლის აგვისტოს ბოლოს გამოცხადდა და ნოემბრის ბოლოს დასრულდა.

წყარო: news.ge


ნანახია: 2729-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეულ კადრებს თანამდებობებზე
მერიაში არსებული სამსახურების, განყოფილებების უფროსებისა და მათი მოადგილეების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში ძირითადად
თამაზ მარგველაშვილის თქმით, ყოფილი კონკურსანტების მიერ კომისიის წინააღმდეგ აქციების დაანონსება მათი ნებაა.
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ხურციძე კომისიას ტოვებს. ხურციძის თქმით,
მეორე ეტაპზე გადასულ 163 კონკურსანტთან გასაუბრება მომავალი კვირიდან დაიწყება.
როგორც Topnews.com.ge-ს 7-კაციანი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მღვდელაძემ განუცხადა, კონკურსის შედეგების

ამინდი