Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

RICDOG-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თარიღი : 24-01-2018, 21:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათადიალოგი" ახალი გენერალური მდივანი აირჩია. დღეს ეკატერინე მარუქაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. მან შეცვალა გვანცა თოთაძე, რომელიც ორგანიზაციას 2014-2017 წლებშიხელმძღვანელობდა.

ეკატერინე მარუქაშვილი პროფესიით ფილოლოგია. მოსკოვში, "რუსეთის ხალხთა მეგობრობის"(РУДН) უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში. 2012 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში გამგეობის წევრად და გენერალური მდივნის მოადგილედ. ეკატერინე მარუქაშვილის კანდიდატურა გვანცა თოთაძემ წარადგინა, საბოლოო გადაწყვეტილება კი გამგეობამ მიიღო.

"დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ორგანიზაცია არ არის ერთი ადამიანის ხედვაზე დამოკიდებული. არცერთ პიროვნულად ჩემზე იყო დამოკიდებული თუ როგორი იქნებოდა RICDOG. ორგანიზაციას აქვს თავისი სტრატეგია, ხედვა და შესაბამისად მას სჭირდება ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის და გრძნობს ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ დოკუმენტსა და ხედვას. ეს მიდგომა არის მთავარი და მუდმივი - სწორედ აქედან გამოვედი და წარვადგინე გამგეობასთან ეკატერინე მარუქაშვილი გენერალური მდივნის პოზიციაზე. ის იქნება გარანტიამ მიდგომების გაგრძელებისა და ყველა სტრატეგიული დოკუმენტის აღსრულებისა. ჩემთვის ორგანიზაცია იყო მეტი ვიდრე მხოლოდ დასაქმების ადგილი " - ამბობს გვანცა თოთაძე, საპატიო გენერალური მდივანი და ფრილანსერი.

ეკატერინე მარუქაშვილის თქმით მისი ხელმძღვანელობის განმავლობაში ორგანიზაცია მიჰყვება აღებულკურსს. მისივე თქმით RICDOG აქტიურად განაგრძობს მუშაობას, განვითარებასა და გაძლიერებას.

"იყო RICDOG-ის გენერალური მდივანი არის საპატიო, საპასუხისმგებლო და საინტერესო პოზიცია. ორგანიზაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქუთაისში, შესაბამისად სრულად ვიაზრებ ყველა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მეკისრება მომდევნო სამუშაო წლების განმავლობაში" - ამბობს ეკატერინე მარუქაშვილი, RICDOG გენერალურიმდივანი.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათადიალოგი" არის არა სამეწარმეო იურიდიული პირი. ორგანიზაცია 12 წლის წინ და არსად აახალი წესდების მიხედვით უკვე მესამე ხელმძღვანელი აირჩია. ხელმძღვანელის არჩევა გამგეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ეკატერინე მარუქაშვილი 1 წლის ვადით არის არჩეული, 3-ჯერ გადარჩევის პრინციპით.

აქვეაღვნიშნავ, რომდღეს RICDOG-ში გაიმართა მმართველობის გადაცემის ცერემონია. ცერემონიაზე ნაჩვენები იყო გვანცა თოთაძის სამ წლიანი მოღვაწეობის შესახებ ფილმი. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე სპეციალურად შეხვედრისთვის ორგანიზაციას ესტუმრა უკრაინიდან “სოციალური და პოლიტიკური კვლევის ცენტრი”. მმართველობის გადაცემის ცერემონიის ბოლოს RICDOG-სადა “სოციალური და პოლიტიკური ცენტრის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ნანახია: 1205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თაობათა დიალოგს" ახალი გენერალური მდივანი ჰყავს.
საიუბილეო ღონისძიებაზე ორგანიზაციის გასული 10 წლის საქმიანობის მიმოხილვის გარდა, იმ პიროვნებების გაცნობაც მოხდება, რომლებიც დღეს
პროექტის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების
RICDOG-ი მცირე ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს.
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

ამინდი