Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ქუთაისელებს ბოდიშს უხდის

თარიღი : 24-01-2018, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია SMK ნინოშვილის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩამდე, ასევე გრიშაშვილის ქუჩის ნაწილზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც 20 დღე გაგრძელდება. "ნინოშვილის ქუჩაზე თითქმის დასრულებულია სამუშაოები და მალევე მოხდება დაზიანებული გზის საფარის აღდგენა. კომპანია ,,ეს ემ კა" იღებს ვალდებულებას დუმბაძის და გრიშაშვილის ქუჩაზეც მალევე აღადგინოს დაზიანებული გზის საფარი.

აღნიშნული სამუშაოები ემსახურება იმას, რომ ქალაქი მიმდინარე წელს სრულად გადავიდეს 24 საათიან წყალმომარაგებაზე და ქუთაისში ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. ქუთაისის მერის განცხადებით, ის მაქსიმალურად გააკონტროლებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, იმისთვის რომ მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას. ქუთაისის მერია ბოდიშს უხდის ქუთაისელებს წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1873-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის ოფიცილურ "ფეისბუქის" გვერდის ცნობებით, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ვიცე-გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად
ქუთაისის მერიამ კომპანია SMK-ს, რომელიც ქალაქში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, საჯარიმო სანქცია დაუწესა.