ქუთაისის მერი: ქალაქის ბიუჯეტი გათვლილია იმაზე, რომ ქუთაისი გახდეს მეტად პერსპექტიული, მიმზიდველი და საინტერესო
თარიღი : 24-01-2018, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

,,ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი სრულად ითვალისწინებს ქუთაისელების ინტერესებს და გათვლილია იმაზე, რომ ქუთაისი გახდეს მეტად პერსპექტიული, მიმზიდველი და საინტერესო როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის," - ეს განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთა.
მისივე თქმით, დაგეგმილია 3 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე იგეგმება. გარდა ამისა, მერის დაპირებით, ქალაქი 2018 წლის ზაფხულიდან გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, გაკეთდება შიდა მისასვლელი გზები და დაიგება რამდენიმე მთავარი ქუჩა.
"ბიუჯეტის განხილვაში ჩართული იყო როგორც არასამთავრობო სექტორი ისე ადგილობრივები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. წელს პირველად ბიუჯეტში გავითვალისწინეთ მარტოხელა დედების ინტერესები, რომლებიც ყოველთვიურად ქალაქის ბიუჯეტიდან 100 ლარს მიიღებენ. სრულად ვაფინანსებთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის კურსს. ეს მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხებია, რომელიც წლევანდელი წლის ბიუჯეტში გავწერეთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.