თერჯოლის მერი მოსახლეობის პრობლემების გაცნობის მიზნით, მორიგ შეხვედრას ნახშირღელეში გამართავს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის მერი მოსახლეობის პრობლემების გაცნობის მიზნით, მორიგ შეხვედრას ნახშირღელეში გამართავს

თარიღი : 23-01-2018, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა სოფლებში არსებული ვითარების შესახებ, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამებისა და ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე აქტუალურია მოსახლეობისათვის.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე კახაბერ კუპატაძესა და მოადგილე მერაბ სირაძესთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა და ახალი დავალებები გასცა. ასევე, თანამდებობის პირებთან ერთად განიხილა თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმული საკითხები და შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა სოფელში შევა და შეხვდება მოსახლეობას, რათა ადგილზე იქნას განხილული ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები. შემდეგი შეხვედრა ნახშირღელის ადმინისტრაციულ ერთეულში 26 იანვარს, 12:00 საათიდან გაიმართება.

NS


ნანახია: 526-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე კახაბერ კუპატაძესა და მოადგილე მერაბ სირაძესთან ერთად
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მორიგ სამუშაო თათბირს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოადგილე მერაბ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი