ქუთაისში ბანკის დაყაჩაღებისას ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში დაჭრეს
თარიღი : 22-01-2018, 23:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ბანკში დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი , საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობით შეიყვანეს და ამ დროისთვის ექიმები ოპერაციას უკეთებენ.
რამდენიმე საათის წინ, თაბუკაშვილის ქუჩაზე ყაჩაღობის მიზნით, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და ბანკში მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.