Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მორიგი აფეთქება ხარაგაულში და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მუშები

თარიღი : 22-01-2018, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ცნობით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

მათივე ინფორმაციით, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა განმარტავს, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია.

„გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება. როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ“, - განაცხადა პაატა ნინუამ.


ნანახია: 1209-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გუშინ ორი მუშა დაშავდა. სამუშოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“
ადგილზე დასაქმებულების განცხადებით, გვირაბის გაყვანის სამუშაობი მომხდარი შემთხვევის შემდეგ შეწყდა და მათთვის უცნობია როდის
თვითმხილველების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებული პერსონალი
სოფელ ბეჟათუბანში გაფიცვის მიზეზი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა მხრიდან უსაფთხოების ნორმების მოწესრიგების

ამინდი