Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

თარიღი : 22-01-2018, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დასრულდა საქართველო ჩემპიონატი 23 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს გამარჯვებულები და პრიზიორები 61, 70, 79, 92 და 125 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.

საქართველოს 23 წლამდელთა ჩემპიონატში ქუთაისიდან 16 ფალავანი მონაწილეობდა. ქუთაისელმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

70 კგ–ში ჩემპიონი გახდა გიორგი სულავა. 125 კგ–ში ვერცხლის მფლობელი გახდა ალექსი ჟორჟოლიანი. მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: ჯემალ ჯაბიძე (79კგ), დიმიტრი სალდაძე (57კგ) და გიორგი ჭელიძე (74კგ).

გამარჯვებულები და პრიზიორები ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სპორტული ააიპის მმართველმა კობა ფხაკაძემ და ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა სპორტის კომისიის თავჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძემ დააჯილდოვეს.

,,ქუთაისის სპორტის სასახლე ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემოდის, მოხარული ვარ რომ სასახლე სისტემატიურად დატვირთულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით. ამჯერად იმართება23 წლამდელთა ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დაკომპლექტდა საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიიღებს მონაწილეობას. მე წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩვენთვის სპორტის ყველა სახეობა მნიშვნელოვანია "- აღნიშნა კობა ფხაკაძემ.


ნანახია: 1264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.
გიორგი ხარაბაძეს გამარჯვება ა(ა)იპ სორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა, სამახსოვრო საჩუქარი
თერჯოლის სპორტის სასახლეში ფარიკაობაში საქართველოს პირველობა მიმდინარეობს.

ამინდი