ქუთაისის ციხეში პატიმრის მიერ პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ

ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმრის მიერ პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ.
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ ისინი ერთ-ერთმა პატიმარმა პედოფილიაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
პატიმარმა ერეკლე გურბენიძემ რამდენიმე დღის წინ გოგა ძველაიას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მან არასრულწოვანი პატიმრის გარდაცვალების რეალური მიზეზი იცოდა.
როგორც topnews.com.ge-ს ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განუცხადა, პატიმარ ერეკლე გურბენიძის განცხადებით, გოგი ძველაიამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ ის საკანში პედოფილებთან ერთად იხდიდა სასჯელს.
"ერეკლე გურბენიძემ განაცხადა, რომ გოგა ძველაიამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ პედოფილებთან ერთად იჯდა. ასევე მან დაასახელა კონკრეტული პატიმრის გვარები. სწორედ გურბენიძის მიერ დასახელებულმა პატიმრებმა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს ბრალდება მათი მისამართით მტკნარი სიცრუეა. აღშფოთებულები არიან და დაიწყეს შიმშილობა. მოშიმშილე პატიმრების თქმით, გურგენიძემ მათი ღირსება შელახა და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა ტუკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი გოგა ძველაიას მამამ 30 დეკემბერს პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო, ის ერეკლე გურბენიძესთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ გურბენიძემ მისი შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი იცოდა. გურბენიძესთან შეხვედრის შემდეგ ძველაიას მამამ შიმშილობა შეწყვიტა.