"... აუცილებელია სასწავლო გეგმების თანამედროვე სტანდარტებზე მორგება, რაც უცილობლად განაპირობებს უმაღლესი დონის მუსიკოსების ჩამოყალიბებას", - კულტურის ა(ა)იპის მმართველების შეხვედრა სასწავლებელში

100 წლის ისტორიის მქონე სამუსიკო სასწავლებელს არ აქვს შესაბამისი სტანდარტების მქონე საკონცერტო დარბაზი, სადაც სკოლის აღსაზრდელების შემოქმედების ნახვის საშუალება ფართო აუდიტორიას ექნება.
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ , სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა - რევაზ თედორაძემ და მმართველის მოადგილემ, ბაია კოღუაშვილმა მორიგ გაცნობით და სამუშაო შეხვედრაზე მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში არსებული პრობლემები ადგილზე განიხილეს.
„ ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სკოლის აღსაზრდელებს, რათა განავითარონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა. მომავალ თაობას ახლა სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ქუთაისში გაზრდილ მუსიკოსებს არაერთხელ გაუტანიათ ჩვენი ქალაქის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მხარდაჭერით და ერთობლივი მუშაობით , ნიჭიერი ახალგაზრდები და ქუთაისის შემოქმედებითი რესურსი, მაქსიმალურად წარმოჩნდება „ – განაცხადა გაერთიანების მმართველმა რევაზ თედორაძემ.
„ მუსიკალურ სასწავლებლებში არსებული საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი დონის მიუხედავად , აუცილებელია სასწავლო გეგმების თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე მორგება, რაც უცილობლად განაპირობებს უმაღლესი დონის მუსიკოსების ჩამოყალიბებას. უნდა მოხდეს ასეთი სასწავლო გეგმების დაფუძნება ყველა სამუსიკო სკოლაში“ _ აღნიშნა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა