Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ვალის გასტუმრება შესაძლოა მის მემკვიდრეს მოუწიოს

თარიღი : 19-01-2018, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია წერილის ფორმა, რითაც მოქალაქეების გაფრთხილება ხდება და როგორ უნდა მიხვდეს მოქალაქე, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად სასამართლოს მიერ არის მიღებული, ლაშა ნოზაძემ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ იურისტს, ადვოკატს უნდა მიმართოს.

მისი თქმით, გაფრთხილების წერილი, შეტყობინების ტექსტი და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც პრობლემური აქტივების ბიუროს მსესხებლებთან და მომხმარებლებთან აქვს, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არის შეთანხმებული.

bfm.ge


ნანახია: 2434-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის ამირან ვაშაკიძის ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ.
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.

ამინდი