Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში, სერთიფიცირებული პირველი ბიო ფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას

თარიღი : 19-01-2018, 18:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოში სერთიფიცირებული პირველი ბიო ფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას, შესაბამისი სერთიფიკატი “შირაქის” ფერმამ მიიღო. ფერმა დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მდებარეოს.

ფერმის დამფძუნებლის, ნიკოლოზ ბენიაძის თქმით, უცხოური პრაქტიკის მიღების შემდგომ, ესტონეთიდან შემოყვანილი პირუტყვით, ფერმამ ფუნქციონირება დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო.

“ფერმის ფუნქციონირება დავიწყეთ დაახლოებით 4 წლის წინ, მაგრამ მანამდე შევისწავლეთ თუ როგორ მოგველო ამ მაღალპროდუქტიული პირუტყვისთვის. პატარა გამოცდილება უცხოეთშიც მივიღეთ და შემდგომში უკვე ესტონეთიდან შემოვიყვანეთ მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელი. გვაყვას მოწვეული სპეციალისტები უცხოეთიდან. პერიოდულად მივაღწიეთ იმას, რომ დაახლოებით 20-25 ლიტრა რძეს ვწველით ერთი სული პირუტყვისგან. ასევე გვაქვს ხელოვნური განაყოფიერებაც. ჩვენ გვაყვს ჩვენი ადგილობრივი ვეტერინარი და მთლიანობაში საწველ დარბაზში მოწველილი მაღალპროდუქტიული საქონლისგან, მაღალპროდუქტიულ რძეს ვწველით უკვე და “შირაქის” ბრენდის სახელით ხდება მისი რეალიზება” – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაძე, “შირაქის” ფერმის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ფერმას მთლიანობაში 100 ადამიანი ემსახურება და პროდუქციის რეალიზება სხვადასხვა მარკეტებსა და ფიპერმარკეტებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ბაზარზე ბიოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები გამოჩნდება. ეს არის რეგიონში ერთადერთი ფერმა, რომელიც ბიო მიმართულებით მუშაობს. ფერმა გეგმავს ჩაანაცვლოს ის ფხვნილი რძის ნაწილი, რომელიც დღეს იყიდება ბაზარზე.

კომპანია ძირითადად ბავშვთა კვების ხაზის მიმართულებით იფუნქცნიორებს. ფერმის დღიური წარმოება ამ ეტაპზე 3.5 ტონა რძეა.

bfm.ge


ნანახია: 1236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქათმების ფერმა კერძო მეწარმეებს სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამიდან ჰქონდათ დაფინანსებული. ამ წუთებში ზარალს ითვლიან.
ნაგარევის მოსახლეობას ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის მოსახლეობა სოფელში არსებული ფერმის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელებაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი ფერმის მოწყობა იგეგმება, სადაც ფრანგი
ადგილზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახანძრო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის

ამინდი