ქუთაისში 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა
თარიღი : 19-01-2018, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.
"ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც", - განაცხადეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მათი თქმით, სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო, სტატუსის შეჩერების ბრძანება თანხის გადახადის ვადის ამოწურვიდან უახლოეს ორ კვირის განმავლობაში იწერება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები სწავლის თანხას დაფარავენ, მათ სტუდენტის სტატუსი ავტომატურად ორ კვირის განმავლობაში აღუდგებათ.