Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"...დაჩქარებულად განიხილავენ ბიუჯეტს, რომ თვის ბოლოს გაზრდილი ხელფასები მიიღონ...", - რატომ დატოვეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხდომა?

თარიღი : 18-01-2018, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, კურიოზული მდგომარეობა შეიქმნა, რადგან საკრებულო დაწუნებულ ბიუჯეტს განიხილავს და ახალი პროექტის შემუშავება არ მომხდარა.

"დაჩქარებულად განიხილავენ ბიუჯეტს, რომ თვის ბოლოს გაზრდილი ხელფასები მიიღონ. ჩვენი არც ერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის 200-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გამოწერა. ეს ბიუჯეტი არ პასუხობს ქუთაისელთა საჭიროებებს.

მერის მოადგილე სხდომაზე გვიყვებოდა ბიუჯეტს. ჩვენ მის განხილვაში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ვხედავთ",-განაცხადა შუშანიამ.

ცნობისთვის, ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 54 მილიონ ლარს შეადგენს.


ნანახია: 1811-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა 17 ნოემბერს, საკრებულოს სხდომათა
ერთ თვეში თვითონაც მიხვდებიან, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა შეიტანონ, რადგან ბიუჯეტის შესრულება შესძლონ.
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტს ქალაქის საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი მხარს არ უჭერს.
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

ამინდი