ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბეებისა და თეთრი ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბეებისა და თეთრი ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს

თარიღი : 16-01-2018, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა. ბიუჯეტში გარკვეული სახის სიახლეები იქნება სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით.

წლევანდელ ბიუჯეტში მარტოხელა დედების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს გაითვალისწინებენ.

ნინო თვალთვაძემ ასევე იმ 3 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს გეგმავს. საუბარია ბალახვანში 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე, სადაც მოსასვენებლი პარკიც განთავსდება. იგეგმება თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია.

"დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან.ბიუჯეტის პროექტი წარვადგინეთ.მალე საკრებულოს სხდომაზე განხილვის შედეგად დავამტკიცებთ.ძირითადად განვიხილეთ, როგორც სოციალური პროგრამები ასევე ინფრასტრუქტურული მიმარულებების პროექტები. ვიტყოდი, რომ სამი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით.ეს არის 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და ასევე თეთრ ხიდთან დაკავშირებული საინტერესო იდეები რეაბილიტაციის კუთხით. სოციალური მიმარულებით დავამატეთ რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე შშმ სტუდენტების, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული. ბიუჯეტში გავითვალისწინეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებიც. ხვალიდან ვიწყებთ აქტიურ შეხვედრას მოსახლეობასთან და ვეცდებით მათი ინიციატივები ავსახოთ ბიუჯეტში,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.


ნანახია: 2244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერის დაპირებით, ქალაქი 2018 წლის ზაფხულიდან გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, გაკეთდება შიდა მისასვლელი გზები და დაიგება
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების პროექტი საბოლოო სახეს მოსახლეობასთან და არასამთავრობო
თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს განეკუთვნება. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 445 000 ლარია განსაზღვრული.
საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო პირველ ეროვნულ კონფერენციას ადგილობრივ
ქუთაისში არსებული თეთრი ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად, ქალაქის მერია რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი