Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე არ არის დაცული,'-ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ

თარიღი : 16-01-2018, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ განუცხადა, დასაქმებულები თვიან, რომ დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.

"100-მდე ადამიანი მუშაობს ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. აქედან 60 ქართველია, დანარჩენი მუშა-ხელი ჩინეთიდან არის. ქართველები სრულად არიან გაფიცული. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები თვიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ, დღეს დილიდან გაიფიცნენ," -ამბობს პაატა ნინუა.

სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.


ნანახია: 1177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ბეჟათუბანში გაფიცვის მიზეზი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა მხრიდან უსაფთხოების ნორმების მოწესრიგების
დასაქმებულების განმარტებით, სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გუშინ ორი მუშა დაშავდა. სამუშოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და

ამინდი