რა ქონებას ფლობს ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია
თარიღი : 12-01-2018, 20:47 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ. ჭიღვარიამ დეკლარაცია ბოლოს, 2017 წლის 23 მარტს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ვიცე-გუბერნატორად მუშაობის დროს შეავსო.
გიორგი ჭიღვარიას მეუღლე - თამთა ფოფხაძე, 2 შვილი - სერგი და სანდრო ჭიღვარიები და მამა - ტარიელ ჭიღვარია ჰყავს.
დეკლარაციის მიხედვით, მერის საკუთრებას ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 700,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. გიორგი ჭიღვარიას მამა, ტარიელ ჭიღვარია ფლობს ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე მდებარე 200,00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლსა და რაჭაში, სოფელ ჭრებალოში მდებარე 150,00 კვ.მ ფართობის სახლს. ხოლო მერის მეუღლის, თამთა ფოფხაძის 100 %-იან საკუთრებაში თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე 48,80 კვ.მ ფართობის მქონე ბინაა.
დეკლარაციის შევსების მომენტში, გიორგი ჭიღვარიას თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 9560,64 ლარი, ხოლო ვითიბი ბანკის ანგარიშზე 1000,57 ლარი ერიცხებოდა. მერის მეუღლეს, თამთა ფოფხაძეს ასევე, ვი თი ბი ბანკში 965,00 ლარი ჰქონდა. ტარიელ ჭიღვარიას, ლიბერთი ბანკის საპენსიო ანგარიშზე 540,00 ლარი ერიცხებოდა, ხოლო გიორგი ჭიღვარიას თიბისი ბანკში დეპოზიტის სახით 924,20 USD ჰქონდა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2016 წლის 01.01-დან ამავე წლის 31 დეკემბრამდე მუშაობისას გიორგი ჭიღვარიას მიერ ხელფასის სახით მიღებული თანხა 34842,50 ლარს აღემატებოდა.