Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა

თარიღი : 12-01-2018, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა. მერიის მოწოდებული ინფორმაციით, საახალწლოდ პრემია 293-მა თანამშრომელმა მიიღო. თითეულს 187,5 ლარი დაერიცხა. პრემია არ მიუღიათ მერს, მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს.

საახალწლო პრემიის გარდა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265 564,34 ლარი არის გამოყოფილი.

წლის განმავლობაში პრემია-დანამატი არ მიუღია ყოფილ მერს შოთა მურღულიას. მერის მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილს 2100 ლარის პრემია და 16540 ლარის დანამატი აქვს აღებული.

მერის მეორე მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს 2050 ლარის პრემია და 16300 დანამატი.

პრემიის სახით წლის 1 700-1700 ლარი აქვთ მიღებული სამსახურების ყოფილ უფროსებს. ასევე მათ სხვადასხვა ოდენობის დანამატი აქვთ მიღებული.

ჯამში მერიაში 2017 წელს პრემია-დანამატის სახით 353 351 ლარი გაიცა.

ipn.ge


ნანახია: 1678-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამრომლებზე 2018 წელს პრემია ან სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
2012 წლის განმავლობაში საჩხერის გამგეობაში დასაქმებულ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელზე პრემია 6-ჯერ გაიცა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნატორმა და მისმა ოთხივე მოადგილემ.

ამინდი