დღის ფოტო-ქუთაისის საკრებულო 'მოქმედებაში'
თარიღი : 12-01-2018, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ქუთაისის საკრებულოს facebook გვერდზე ატვირთული ფოტო, სადაც ქალაქის საკრებულოს წევრი, ნიკეას მაჟორიტარი კახაბერ ბოჭორიშვილი "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებთან ერთად არის გადაღებული.
ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის ინიციატივით, ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევში, 31-ე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის გასწორება მოხდა. ასევე, ნიკეას 58-ე და 62-ე კორპუსებს შორის დატბორილი ტერიტორიის პრობლემის შესასწავლად ადგილზე მაჟორიტართან ერთად, ააიპ „სპეციალური სერვისების“ უფროსი ზვიად მანდარია სპეციალისტებთან ერთად მივიდა.