ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახური ძალადობის საქმე განიხილა.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის სამ ინავარს მოხდა. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
დეა გოშხეთელიანი ყვება, რომ ყოფილი ქმრის ეშინია, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში სცემდა, ფსიქიტრიულში გამოკეტვით და შვილის წართმევით ემუქრება. გასული წლის ზაფხულში დეამ ქმართან გაყრა მოახერხა, თუმცა ყოფილი ქმარი მის დაშინებას კვლავ განაგრძობდა.
"ბოლოს სამ იანვარს მომივარდა სახლში და მცემა. ცემა მამაჩემიც, რომელიც ჯერ გათიშა და შემდეგ გათიშულს ურტყამდა. ამ ყველაფერს ჩემი პატარა შვილი და 9 წლის და შეესწრნენ. ჩემი ყოფილი ქმარი ამბობს, რომ გავლენები აქვს და მისთვის პრობლემა არაფერია. სახლებში იარაღების მთელი არსენალი აქვს. მეშინია, რომ მე, ჩემს შვილს ან ჩემის ოჯახის წევრებს რაიმე არ დაემართოთ. სახელმწიფოსგან დაცვას ვითხოვ,"- ამბობს დეა გოშხეთელიანი.