Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელ ჩუნეშში უძველესი ეკლესია ეკურთხა

თარიღი : 12-01-2018, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში წმინდა მოციქულის, პირველმოწამის და მთავარდიაკონის სტეფანეს სახელობის ეკლესია ეკურთხა.

ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა.

სოფელ ჩუნეშში ეს უძველესი ტაძარი ახლახანს სოფლის მოსახლეობის ინიციატივით აღადგინეს და დღეიდან პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვები ჩატარდება.

„წმიდა სტეფანე, იყო „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“ მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო.

წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის - იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმინდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა“.

წმინდა სტეფანეს ხსენების დღეს სამოციქულო ეკლესია 9 იანვარს აღნიშნავს.


ნანახია: 2224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტაძრის კურთხევის საზეიმო ლოცვები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა.
აღნიშნული ტაძრის რესტავრაცია ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს.

ამინდი