საია-ს ქუთაისის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
თარიღი : 5-01-2014, 19:31 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ ფილიალის გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარედ ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე აირჩიეს.
გიორგი ჭიქაბერიძე ფილიალს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფილიალის თავმჯდომარეს აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება ზედიზედ სამჯერ აქვს.
ცნობისთვის, გიორგი ჭიქაბერიძემდე საია-ს ქუთაისის ფილიალს ამავე ფილიალის იურისტი თამარ ფაჩულია ხელმძღვანელობდა. ხოლო თავად ჭიქაბერიძე ორგანიზაციამ 2013 წლის საიელად დაასახელა.