Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის მერი სოფელ ძევრის სკოლის მოსწავლეებს: ერთმანეთს დაპირებები უნდა შევუსრულოთ

თარიღი : 11-01-2018, 20:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიორგი ფანჩულიძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად უშანგი სოფრომაძის სახელობის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც „მაკლეინის ზამთრის ბანაკი ძევრის სკოლა 2018“ ფუნქციონირებას და მოსწავლეთა მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო. ბოლოს კი მოსწავლეებთან ერთად ბეისბოლის რამდენიმე ილეთის შესრულებაშიც მოსინჯა ძალა.
http://www.picz.ge/img/s1/1801/11/b/b079cb64b790.jpg
ინგლისურენოვან ბანაკში, რომელიც კვირის ბოლოს დასრულდება, ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის უცხო ენის შემსწავლელი ცენტრის „რაუნდაფისა“ და საზანოს სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

ღონისძიებას, რომელსაც სოფელ ძევრის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავდროულად სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა, 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის უშანგი სოფრომაძის შვილებიც ესწრებოდნენ, ვისი სახელიც 2016 წელს ძევრის საჯარო სკოლას მიენიჭა.

„ერთმანეთს დაპირებები უნდა შევუსრულოთ. მე თქვენ ექსკურსიას დაგპირდით და შეგისრულეთ. ახლა კი თქვენგან ვითხოვ დაპირებასა და პირობის შესრულებას. ისე უნდა ისწავლოთ და ისეთი პროფესიონალები გამოხვიდეთ, რომ თქვენით იამაყოს არა მარტო სოფელმა და რაიონმა, არამედ სრულიად საქართველომ. ჩვენი, ადგილობრივი ხელისუფლების შრომის მთავარი მიზანი მომავალი თაობის უკეთესი მომავლისათვის ზრუნვაა და გვიგულეთ თქვენს სამსახურში ნებისმიერ დროს,“-მიმართა დამსწრე საზოგადოებას ბონდო სოფრომაძემ.

სკოლის მოსწავლეებთან და ძევრის სკოლის ამერიკელ პედაგოგ რეიჩელ გაგნონთან ერთად, პროექტებს მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის შვიდი მოხალისე პედაგოგი გეგმავს და ახორციელებს. ბანაკი „მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის მხარდაჭერით“ რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

NS


ნანახია: 2384-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული
"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.
გამგებელი ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში იმერეთის მთავარი საინფორმაციო
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

ამინდი