მარტოხელა მოხუცი, რომელსაც გარდაცვლილი შვილის დატოვებული ბინის გამო, დახმარებას არ აძლევენ

ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცს ლილი ცნობილაძეს თვითმკვლელობაზე ბევჯერ უფიქრია. 72 წლის ქალბატონი აღმაშენებლის გამზირზე, მარტო ცხოვრობს. დახმარების თხოვნა მას შემდეგ მოუხდა, რაც ოთხი წლის წინ, ჭიათურაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შვილი და რძალი გარდაეცვალა.
ლილი ცნობილაძე პირველი ჯგუფის ინვალიდია. განსაკუთრებით გულის პრობლემებს უჩივის. ამბობს, რომ საკვებსა და წამლებს შორის არჩევანს წამლებზე აკეთებს, თუმცა იმის გამო, რომ ბევრი წამლის შეძენა უწევს, მათ შესაძენად თანხა უკვე აღარ აქვს.
"შვილი და რძალი რომ დამეღუპა, მარტოდავრჩი შვილო. ობოლი შვილიშვილი მყავს, რომელიც თბილისშია. პენსია წინასწარ გამოვიტანე. საჭმელს ვერ ვყიდულობ. მაცივარი ცარიელი მაქვს. მეზობლები თუ მომიტანენ ხანდახან. საავადმყოფოში ვიწექი, ცუდად ვიყავი. საავადმყოფოს ვალი დამრჩა. თუ არ გადაიხდი ფულს, არ გაგიშვებთო. მე ვუთხარი, რაც არ მაქვს, საიდან უნდა მოვიტანო, რომ მქონდეს, ხომ გადაგიხდიდით-თქო. ჩემი სახლის ერთი გასაღები მეზობელს აქვს. რაიმე რომ დამემართოს, უცებ შემოვიდეს. სოციალური შემწეობა ვითხოვე, მაგრამ არ მომცეს. ჩემმა შვილმა სახლი გაარემონტა, რომ აქ ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ არ დასცალდა საცოდავს. მიწაში ხომ არ ჩავატანდი გარემონტებულ ბინას? არ ვიცი რა ვქნა, გული მტკივა," - ამბობს ლილი ცნობილაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ლილი ცნობილაძის საცხოვრებლის მდგომარეობა მისთვის დახმარების დანიშვნის შესაძლებლობას არ იძლევა.