Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დავით ცაგარეიშვილი-მთავარი პრიორიტეტი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება იქნება

თარიღი : 10-01-2018, 22:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად დავით ცაგარეიშვილი დაინიშნა.

დავით ცაგარეიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ის პროფესიით ეკონომისტია. 2014 წლიდან მერიის კეთილმოწყობის სამსახურში საპროექტო, სამშენებლო, საექსპლოატაციო სამუშაოებისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

"დავით ცაგარეიშვილმა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს წამოჭრა ოღასკურის კალაპოტის მოწესრიგების საკითხი. ეს თემა ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. მან ძალიან კარგად იცის მუნიციპალიტეტის ყველა გამოწვევა და მომდევნო სამუშაო პერიოდში დარწმუნებული ვარ, მონდომებით იმუშავებს გამოწვევების აღმოფხვრაზე. მჯერა, ღირსეული წარმომადგენელი იქნება,” - ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

ცაგარეიშვილის თქმით, ის პირველ რიგში იმუშავებს იმ საკითხების მოგვარებაზე, რომელიც გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნო დაპირებებში შედიოდა. ასევე, მთავარი პრიოროტეტი იქნება იმ პრობლემებზე მუშაობა, რომელსაც ირაკლი შენგელიას ხუთპუნქტიანი გეგმა მოიცავდა.

"გამარჯვების ოლქში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი, რა საჭიროებები აქვს ამ ოლქს. ირაკლი შენგელიას წინასაარჩევნო დანაპირებები არის პირველ რიგში ის თემები, რომლის მოგვარებაზეც მასთან ერთად აქტიურად ვიმუშავებ. ნდობა, რომელიც გამომიცხადეს, იქნება გამართლებული და პასუხისმგებლობით მოვეკიდები ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. წინ საინტერესო დღეები გველის," - განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში დავით ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოსტს 4 წლის ვადით დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლები ოფიციალურად წარადგინა.


ნანახია: 1827-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი ჭიღვარიას თქმით, ის ენდობა ახალ ხელმძღვანელებს და იმედოვნებს, რომ ყველანი პირველ რიგში მოქალაქეების იმედებს გაამართლებენ.
ხედვებისა და იდეების დაფიქსირებისთვის მხარდამჭერთა კლუბი ყოველდღე იღებს ოლქში მცხოვრებლებს. აღწერის ბაზაში არის დავით
გამარჯვების ოლქში მცხოვრებმა ქალბატონმა თვის დასაწყისში ირაკლი შენგელიას ეტლის გადაცემის თაობაზე მიმართა.
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლო შენგელია მის ოფიციალურ facebook გვერდზე ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტს აფესებს. მისი თქმით
როგორც შენგელიამ მის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე დააანონსა, გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ანგარიშს 30 ივლისს, 18:00

ამინდი