ქუთაისის ქუჩებში იაფი საკვები პროდუქტების გასაყიდად ჯიხურებს ამზადებენ
თარიღი : 5-01-2014, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მეტალოპლასტმასის კონსტრუქციით აწყობილი ჯიხურები გამოჩნდა.
ქალაქის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანდრო მარჯანიშვილის განცხადებით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ჯიხურების განთავსებაზე ნაბართვა მისმა სამსახურმა გასცა. ხოლო ქუთაისის სხვადასხვა ნაწილში დამონტაჟებულ ჯიხურებში საკვები პროდუქტები იაფად გაიყიდება.
„შპს „მადლს“ აქვს ასეთი დევიზი: იაფი პროდუქტები მოსახლეობას. მსგავსი ჯიხურები არის თბილისშიც. პროექტის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება იგი,“ - ამბობს მარჯანიშვილი.
ანდრო მარჯანიშვილის ინფორმაციით, ჯიხურებში საკვები პროდუქტები ჯიხურების კეთილმოწყობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში გამოჩნდება.