Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება გაზაფხულამდე გადაიდო

თარიღი : 10-01-2018, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების ვადებმა გადაიწია. მეორე ტერმინალის საძირკველისა და კარკასის მშენებლობა ნაცვლად ხელშეკრულებით გაწერილი იანვრისა, გაზაფხულზე დასრულდება. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განაცხადეს, ამ დროისთვის გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„მშენებლობის პირველი ეტაპი გულისხმობდა ახალი ტერმინალის საძირკვლის და კარკასის მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის სამუშაოს და ბეტონის მოსამზადებელი სამუშაოების უმეტესი ნაწილი. მთლიანად პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის გაზაფხულისთვის არის ნავარაუდევი“, - აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.

კითხვაზე, თუ რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება, აეროპორტების გაერთიანებაში არ აკონკრეტებენ.

ამასთან, მათი თქმით, მშენებლობის შემდგომი ეტაპები პირველი ეტაპის დასრულების პარალელურად დაიწყება. რაც შეეხება პროექტის დასრულებას, სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტის მეორე ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი 2017 წლის 26 ივლისს გამოაცხადა. წინადადების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო, განაცხადების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.

სატენდერო განაცხადი სამმა კომპანიამ –„ანაგი“, „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ წარადგინა. „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. სატენდერო კომისიამ მხოლოდ „ანაგის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ანაგს“ შორის ხელშეკრულებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 26 423 967,74 ლარს შეადგენს. როგორც ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული, სამუშაოების პირველი და ძირითადი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში, 2018 წლის იანვრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვადამ გაზაფხულამდე გადაიწია.

commersant.ge


ნანახია: 1256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა გრძელდება.

ამინდი