Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანი-ბაღდათისა და ზესტაფონი-ხარაგაულის ტყეებში უკანონო ჭრების მონიტორინგი განხორციელდა

თარიღი : 10-01-2018, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობიანი საქართველო” ვანი-ბაღდათისა და ზესტაფონი-ხარაგაულის (ხარაგაულის) სატყეო უბნებში უკანონო ჭრებთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს..

მონიტორინგი ორგანიზაციის სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლობით 1-ლი ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.

„საორგანიზაციო ჯგუფის შედეგად, ადგილზე მოხდა ტყე-კაფების შემოწმება, გადამოწმდა იქ მიმდინარე ჭრები, ჩანიშნულ იქნა მობეჭდილი და დამუშავებული ძირი ხეები, დათვალიერებული იქნა ტყე-კაფამდე მისასვლელი სამანქანო, სახარე და საცალფეხო გზა, შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიები. საორგანიზაციო ჯგუფის პრიორიტეტი ძირითადად გამოყოფილი ტყე-კაფების მიმდებარედ (მობეჭდილი ფართობების გარეთ, მოუბეჭდავი ტერიტორიების) დაკვირვება და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა იყო, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა ისევე, როგორც სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად,ა ასევე საორგანიზაციო ჯგუფის აუდიტორების მიერ დამოუკიდებლად. ვანი-ბაღდათისა და ზესტაფონი-ხარაგაულის (ხარაგაულის) სატყეო უბნებში, ტყეთსარგებლობის პროცესების შესწავლის პერიოდში დაკვირვება მოხდა ტყე-კაფებიდან მოძრავი საშეშე მერქნით დატვირთული ავტომანქანების გადაადგილებაზეც.

ვანი-ბაღდათის სატყეო უბნებში ტყეთსარგებლობის პროცესების დაკვირვებისა და შესწავლის სამუშაოები 2 (ორ) უბანზე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან
1-წყალთაშუის სამცველოში -ტყის მცველთან რევაზ მახარაძესთან და 2-წყალთაშუის სამცველოში - ტყის მცველთან აკაკი აკოფოვთან ერთად განხორციელდა, ხოლო დარჩენილ 2 (ორ) უბანზე ხანისა და ზეკარის სამცველოში ტყეთსარგებლობის პროცესების დაკვირვება მოხდა საორგანიზაციო ჯგუფის აუდიტორების მიერ დამოუკიდებლად, ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ტყეკაფებიდან მოძრავი საშეშე მერქნით დატვირთული ავტომობილების დაკვირვება, რის შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული დაკვირვების დროს, არ გამოვლენილა არცერთი უკანონო ტრანსპორტირებისა და უკანონო ჭრების ფაქტი, ზემოთ აღნიშნულ წყალთაშუის სამცველოებში, მოხდა ტყეკაფამდე მისასვლელი გზის დათვალიერება და შემდგომ გამოყოფილი ტყეკაფის შემოწმება, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იქნა აღმოჩენილი უკანონო ჭრები, შეინიშნება მხოლოდ მონომრილი, დამუშავებული ხეების ნარჩენები და ბუნებრივი მოვლენების შედეგად მოთხრილი/მოტეხილი ძირი ხეები ხელუხლებელი, ხოლო ხანისა და ზეკარის სამცველოებში მხოლოდ მოხდა საერთო ჯამში ზოგადი ტყის და მთავარი გზის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება, სადაც უკანონო ჭრების რისკი გაცილებით მეტია, თუმცაღა საერთო ჯამში ზოგადი ტყეში არ იქნა აღმოჩენილი უკანონო ჭრები, გარდა იმისა, რომ შეინიშნება ბუნებრივი მოვლენების შედეგად მოთხრილი/მოტეხილი ძირი ხეები ხელუხლებელი, ცალკეული შეფასების შედეგად, ზემოთ არნისნულ ვანი-ბაღდათის სატყეო უბნებში არსებული პროცესები შეესაბამება ტყეთსარგებლობის კანონმდებლობასა და საორგანიზაციო ჯგუფის რეგლამენტს.

ზესტაფონი-ხარაგაულის (ხარაგაულის) სატყეო უბნებში ტყეთსარგებლობის პროცესების დაკვირვებისა და შესწავლის სამუშაოები, მოცემულ 14 (თოთხმეტი) სატყეო სამცველოდან, სააგენტოს თანამშრომლების წარმომადგენლებთან ერთად განხორიელდა 13 (ცამეტი) სატყეოს სამცველოებში.


ტყეთსარგებლობის პროცესების დაკვირვება მოხდა საორგანიზაციო ჯგუფის აუდიტორების მიერ, ასევე ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ტყეკაფებიდან მოძრავი საშეშე მერქნით დატვირთული ავტომობილების დაკვირვება, რის შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული დაკვირვების დროს, გამოვლინდა ერთი უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი, (პირველი ხარისხის მერქანი) რომელიც აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ.

ასევე ამ დროის პერიოდში გამოვლენილი იქნა უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი , კერძოდ - წიფის სატყეოს სამცველოში გამოვლინდა 2 (ორი) უკანონო ჭრის ფაქტი,
რიკოთის სატყეო სამცველოში გამოვლინდა 1 (ერთი) უკანონო ჭრის ფაქტი, რიკოთის სატყეო (მეორე) სამცველოში გამოვლინდა 2 (ორი) უკანონო ჭრის ფაქტი, არნიშნულ გამოვლენილ უკანოო ჭრის ფაქტებთან დაკავშირებით საორგანიზაციო ჯგუფის აუდიტორმა, ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებით, ხსენებული სატყეო სამცველოების, ტყის მცველებს, მიეცათ გარკვეული დრო იმისათვის, რომ შეესწავლა უკანონო ჭრები, მოეპოვებინა მასალები და მოეხდინა კანონიერი რეაგირება, არნიშნული დროის გათვალისწინებით, მოხდა იმ პირების დადგენა, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს უკანონო ტყეთსარგებლობა, შესაბამისად სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან იქნა დროული რეაგირება მიღებული და დაიწერა შესაბამისი სამართლებრივი ოქმები.

აუდიტორების მიერ მოხდა გზის მისასვლელი გზების დათვალიერება და შემდგომ გამოყოფილი ტყე-კაფის შემოწმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იქნა აღმოჩენილი უკანონო ჭრები, შეინიშნება მხოლოდ მონომრილი დამუშავებული ხეების ნარჩენები და ბუნებრივი მოვლენების შედეგად მოთხრილი/მოტეხილი ძირი ხეები ხელუხლებელი, შესაბამისად ზესტაფონი-ხარაგაულის (ხარაგაულის) სატყეო უბნებში ნორმალური მდგომარეობაა, ასევე კანონიერია დასკვნაში მოცემული სატყეო სამცველოების, ტყის მცველების რეაგირება რომელიც განახორციელენ კანონდამრღვევის წინაშე, საბოლოო ჯამში შეესაბამება არსებული მდგომარეობა საორგანიზაციო ჯგუფის რეგლამენტს და ტყეთსარგებლობის კანონმდებლობას,“ -ნათქვამია დასკვნაში.


ნანახია: 1578-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ტყეთსარგებლობის პროცესების შესწავლა და დაკვირვება ბაღდათის სატყეო უბნებზე ხორციელდება.
ზედამხედველობის პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ტყე-კაფებიდან მოძრავი საშეშე მერქნით დატვირთული ავტომობილების დაკვირვება.
ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა.
უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ამინდი