"სახელმწიფოსგან დაცვას ვითხოვ. მეშინია მე ან ჩემს პატარა შვილს რაიმე არ დაგვემართოს"

ქუთაისის მკვიდრი, ძალადობის მსხვერპლი 22 წლის გოგონა სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვს.
დეა გოშხეთელიანი ყვება, რომ ყოფილი ქმრის ეშინია, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში სცემდა, ფსიქიტრიულში გამოკეტვით და შვილის წართმევით ემუქრება. გასული წლის ზაფხულში დეამ ქმართან გაყრა მოახერხა, თუმცა ყოფილი ქმარი მის დაშინებას კვლავ განაგრძობდა.
"ბოლოს სამ იანვარს მომივარდა სახლში და მცემა. ცემა მამაჩემიც, რომელიც ჯერ გათიშა და შემდეგ გათიშულს ურტყამდა. ამ ყველაფერს ჩემი პატარა შვილი და 9 წლის და შეესწრნენ. ასეთი ადამიანი სასაამართლომ 3 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვა. პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ჩემი ყოფილი ქმარი ამბობს, რომ გავლენები აქვს და მისთვის პრობლემა არაფერია. სახლებში იარაღების მთელი არსენალი აქვს. მეშინია, რომ მე, ჩემს შვილს ან ჩემის ოჯახის წევრებს რაიმე არ დაემართოთ. სახელმწიფოსგან დაცვას ვითხოვ,"- ამბობს დეა გოშხეთელიანი.