ქუთაისში ავტომანქანა სახლის აივანს შეეჯახა
თარიღი : 4-01-2014, 17:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #95-ში, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის აივნის საყრდენ ბოძს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ქუთაისის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდენენ. მაშველებმა აივანი დროებით გაამყარეს. მერიის სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილის რამაზ ყიფიანის თქმით, მერსედესის მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "გარკვეულ შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე",- ამბობს ყიფიანი.