Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ტორპედო'-მ ახალი სეზონისთვის მზადება ახალი ფეხბურთელებით დაიწყო

თარიღი : 5-01-2018, 18:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედო"-მ სამწვრთნელ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალი სეზონისთვის მზადება ტარიელ ხაინდრავასთან, მიხეილ სარდალიშვილთან და ბიძინა მახარობლიძესთან ერთად დაიწყეს.

მიხეილ სარდალიშვილის ნათამაშები აქვს "ზესტაფონში", "გაგრაში", 2015 წლიდან კი საჩხერის "ჩიხურაში" იყო. 25 წლის შემტევი დასრულებულ ჩემპიონატში"ჩიხურას" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. რაც შეეხება ხაინდრავას, რომელსაც "ტორპედოში" ნათამაშები აქვს, მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და გუნდს დღეს შეუერთდა. მახარობლიძემ კი, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

"ჩემპიონ გუნდში გადასვლა სასიამოვნოც არის და საპასუხისმგებლოც. რაც მთავარია, კარიერის განვითარების საშუალება მექნება. ამავე დროს, "ტორპედო" კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ჩემთვის "ტორპედოში" თამაში დიდი გამოწვევაა. გუნდის სათამაშო სტილი მომწონს და იმედი მაქვს, მას მეც მოვერგები. მაქსიმუმს გავიღებ, რომ ეს ნდობა გავამართლო და სხვებთან ერთად შევეცდები, "ტორპედომ" ტიტული შეინარჩუნოს," - ამბობს სარდალიშვილი.


ნანახია: 1946-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბერიაშვილს 'ტორპედოში' 2012-2013 წლების სეზონში აქვს ნათამაშები. იმ სეზონში 'ტორპედო'-ს მაისურით მან 9 გოლი გაიტანა.
ქუთაისელთა შორის ახალწვეული ჯერ მხოლოდ ორია – შემტევი ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი და მეკარე ტატო ხაინდრავა.
ახალი სეზონიდან საქართველოს თასის მფლობელის შემადგენლობაში 25 წლის მარცხენა მცველს, ნიკოლა სტიეპოვიჩს ვიხილავთ.
გუნდის გენერალური სპონსორი Europe-bet.com–ი გახდა.

ამინდი