Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში თანამდებობა მხოლოდ ორი სამსახურის უფროსმა შეინარჩუნა

თარიღი : 5-01-2018, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში არსებული 9 სამსახურიდან კონკურსის წესით მხოლოდ 7 სამსახურის უფროსი შეირჩევა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, თანამდებობები სამხედრო და სოციალურ საკითხთა სამსახურების უფროსებმა შეინარჩუნეს. კითხვაზე, რა ნიშნით დარჩა პოზიციაზე აღნიშნული ორი სამსახურის პირველი პირი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გენად კუჭუხიძე ამბობს, რომ კადრების დატოვება მერის ნება იყო.

რაც შეეხება კონკურსებს, რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერიაში კონკურსი უკვე გამოცხადდა. ამ დროისათვის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 12 ვაკანსია დევს. კონკურსანტებთან კი გასაუბრება 9-10 იანვარს არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურის გარეშე 32 ადამიანი დარჩა. რეორგანიზაციის შედეგები ამ დროისათვის არც ერთ გათავისუფლებულს არ გაუპროტესტებია.


ნანახია: 2206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გასაუბრება კანდიდატებს შორის 9 იანვარს გაიმართა.
ამ დროისთვის ქალაქის მერიაში დასაქმებული 278 ადამიანი რჩება.
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია' აკვირდება.
როდის მოხდება ვაკანტური ადგილების შევსება და ყოფილი მერის გუნდის რომელიმე წევრი შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას, ამ დროისათვის
ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის

ამინდი