იტვირთება

ქუთაისში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

ბუნებრივი აირით ქუთაისში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მათ დახმარება თავად ითხოვეს, ამის შემდეგ მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. ხუთივე კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ "სოკარ გაზის" წარმომადგენლები და ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

"შემოსვლისას აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გულისრევა, წონასწორობის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება. ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია," - ამბობს ექიმი, კობა აბულაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები