ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდის დაზიანების გამო, ქუთაისის მერია გამოძიებას მიმართავს

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს. სტენდის ჩამთვრევის ფაქტზე ქალაქის მერია საგამოძოებო ორგანოებს მიმართავს. როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაზიანებულ სტენდს ახალი წლის შემდეგ გამოცვლიან.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით უფასო ელექტრონულმა ბიბლიოთეკებმა ფუნქციონირება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო. ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა. მისი საშუალებით ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს 150-მდე ელექტრონული წიგნის საჩუქრად მიღება შეეძლება.
„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ქალაქში სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, გადმოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.