იმერეთის გუბერნატორი საზღვრისპირა სოფლებში მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო
თარიღი : 4-01-2014, 11:52 | კატეგორია: პოლიტიკა

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საჩხერის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ პერევში ჩავიდა, სადაც სოფელ ქარძმანის მოსახლეობას შეხვდა. სოფელში მცხოვრებ 38 ოჯახს გუბერნატორმა საახალწლო ნობათი გადასცა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებს გზის, ტრანსპორტის, ელექტრომომარაგების და სახნავ-სათესი ტექნიკის პრობლემა აქვთ. რწმუნებულმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.
სოფელი ქარძმანი ე.წ. საზღვრის მიღმა 2008 წლის შემდეგ მოექცა. სოფელში 38 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ისინი როგორც ქართული, ისე რუსული საბუთებით სარგებლობენ. მათ საჩხერის რაიონის ქართულ სოფლებთან ურთიერთობა ამ დრომდე აქვთ.