'ვებ-გვერდი მოქალაქეებს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დაეხმარება,- ქუთაისის მერიას ახალი ვებ-გვერდი ექნება
თარიღი : 29-12-2017, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მომავალი წლიდან ქუთაისის მერიას ახალი ვებ-გვერდი ექნება. ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის თქმით, ვებ-გვერდის დომენი (kutaisi.gov.ge) უცვლელი დარჩება, თუმცა მოხდება საიტის რედაქტირება, რათა როგორც თვალთვაძე ამბობს, საიტი მოქალაქეებისათვის უფრო გამოსაყენებელი იყოს.
მერის მოადგილის თქმით, საიტის საშუალებით მოქალაქეებს ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირება და მათი პრობლემების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა შეეძლებათ.
"უკვე დაწყებულია საიტზე მუშაობა. ვგეგმავთ, რომ მომავალი წლის თებერვალში უკვე გვექნება მისი პრეზენტაცია. ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი იდეა იყო. ეს დაგვხვდა ჩვენ. USAID-ის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ," - ამბობს თვალთვაძე.